Sunday, September 27, 2015
მეშვიდე დღე
დღეს დავგეგმეთ და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა,სწორად ჩამოვწერეთ მისი კრიტერიუმები და ინდიკატორები,შევავსეთ პროექტის გეგმაში დიფერენციული სწავლება,დავასრულეთ პროექტის მსვლელობა.:)
Saturday, September 26, 2015
მეექვსე დღე
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა ბლოგზე,დავიწყეთ პროექტის გეგმის მსვლელობის შეტანა გეგმაში,როგორც ყოველთვის დღე ნაყოფიერი იყო!:)
Sunday, September 20, 2015
მეხუთე დღე
დღეს გაკვეთილის გეგმაში დავამატეთ მოსწავლეების საბაზო უნარ–ჩვევები,რომლებსაც უნდა ეუფლებოდნენ პროექტის დაწყებამდე.გავეცანით როგორ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები პროექტზე მუშაობის დროს,ვისწავლეთ საიტებიდან ვიდეო როლიკების გადატანა,დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შესრულება,ძალიან დავიღალეთ!:(
Saturday, September 19, 2015
მეოთხე დღე
დღეს დავგეგმეთ შეფასება –შეფასების ხუთი მიზნიდან გამომდინარე,პროექტის დაწყებამდე,პროექტზე მუშაობის დროს,პროექტის დასრულების შემდეგ.ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის,რადგანაც იმდენად კარგი სქემები გაგვაცნო ტრენერმა,რომლების წაგვადგება არამარტო პროექტზე მუშაობის დროს,არამედ მთელი სასწავლო პროცესის დროს.გავაფორმეთ ბლოგი,შეგიძლიათ დაათვალიეროთ!!! . :)
Saturday, September 12, 2015
მესამე დღე
დღეს მშვენიერი დღე იყო!როგორც ყოველთვის ტრენერმა გასაგებად გვასწავლა სასწავლო პროექტის დაგეგმვა,მიზნები და შინაარსები,გავიგეთ თუ როგორ ვიმუშაოთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, ეტაპობრივად შევავსეთ გაკვეთილის გეგმა.ხალისიანი დღე იყო!
Sunday, September 6, 2015
მეორე დღე
მეორე დგეს ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოვიაზრეთ პროექტის თემა,დავიწყეთ ბროშურის შექმნა,რათა უფრო მჭიდროთ ვითანამშრომლოთ მშობლებთან,ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება,რაც წაგვადგება ყოველდღიურ სამუშაოში, უღრმესი მადლობა ტრენერს,უფრო შევერწყე კოლექტივს!
Saturday, September 5, 2015
ტრენინგის პირველი დღე
ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო,რადგანაც გადავედი ახალი კურსის შესწავლაზე.როგორც ყოველთვის,პირველივე დღეს შევიტყე უამრავი ახალი ინფორმაცია პროექტებით სწავლების მეთოდში,დავეუფლე ახალ ტერმინოლოგიას(ჩეკლისტი და სხვა...),ტრენერის დახმარებით,შევქმენი პორტფოლიო,რომელშიც გადავიტანე საჭირო რესურსები.
Subscribe to:
Posts (Atom)