Sunday, October 4, 2015

მეცხრე დღე

დღეს ჩვენი სწავლების ბოლო დღე იყო,ტრენერმა გაამახვილა ყურადღება იმ საკითხებზე,რაც უფრო რთული იყო.შემდეგ ჩატარდა ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია,რაც შესანიშნავი იყო!!!მადლობა ჩვენს ტრენერს ქ–ბ ნინო მარღიშვილს და ჩვენს წევრებს,რომლებთან განშორება გვატკენს გულს!:)

Saturday, October 3, 2015

ჩემი პროექტის ,,მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტები" პორტფოლიო 

მერვე დღე

დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი,შევიტანეთ გეგმაში რესურსები და ინტერნეტ საიტების მისამართები,საქაღალდე ავტვირთეთ გუგლზე და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.დავათვალიერეთ კოლეგების ატვირთული საქაღალდეებიც.:)

Sunday, September 27, 2015

მეშვიდე დღე

დღეს დავგეგმეთ და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა,სწორად ჩამოვწერეთ მისი  კრიტერიუმები და ინდიკატორები,შევავსეთ პროექტის გეგმაში დიფერენციული  სწავლება,დავასრულეთ პროექტის მსვლელობა.:)

Saturday, September 26, 2015

მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა ბლოგზე,დავიწყეთ პროექტის გეგმის მსვლელობის შეტანა გეგმაში,როგორც ყოველთვის დღე ნაყოფიერი იყო!:)

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, September 20, 2015

მეხუთე დღე

დღეს გაკვეთილის გეგმაში დავამატეთ მოსწავლეების საბაზო უნარ–ჩვევები,რომლებსაც უნდა ეუფლებოდნენ პროექტის დაწყებამდე.გავეცანით როგორ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები პროექტზე მუშაობის დროს,ვისწავლეთ საიტებიდან ვიდეო როლიკების გადატანა,დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შესრულება,ძალიან დავიღალეთ!:(

Великобритания. Оксфорд. Феерия

Saturday, September 19, 2015

მეოთხე დღე

დღეს დავგეგმეთ შეფასება –შეფასების ხუთი მიზნიდან გამომდინარე,პროექტის დაწყებამდე,პროექტზე მუშაობის დროს,პროექტის დასრულების შემდეგ.ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის,რადგანაც იმდენად კარგი სქემები გაგვაცნო ტრენერმა,რომლების წაგვადგება არამარტო პროექტზე მუშაობის დროს,არამედ მთელი სასწავლო პროცესის დროს.გავაფორმეთ ბლოგი,შეგიძლიათ დაათვალიეროთ!!! .  :)


Saturday, September 12, 2015

მესამე დღე

დღეს მშვენიერი დღე იყო!როგორც ყოველთვის ტრენერმა გასაგებად გვასწავლა სასწავლო პროექტის დაგეგმვა,მიზნები და შინაარსები,გავიგეთ თუ როგორ ვიმუშაოთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, ეტაპობრივად შევავსეთ გაკვეთილის გეგმა.ხალისიანი დღე იყო!

Sunday, September 6, 2015

მეორე დღე

მეორე დგეს ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოვიაზრეთ პროექტის თემა,დავიწყეთ ბროშურის შექმნა,რათა უფრო მჭიდროთ ვითანამშრომლოთ მშობლებთან,ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება,რაც წაგვადგება ყოველდღიურ სამუშაოში, უღრმესი მადლობა ტრენერს,უფრო შევერწყე კოლექტივს!

Saturday, September 5, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო,რადგანაც გადავედი ახალი კურსის შესწავლაზე.როგორც ყოველთვის,პირველივე დღეს შევიტყე უამრავი ახალი ინფორმაცია პროექტებით სწავლების მეთოდში,დავეუფლე ახალ ტერმინოლოგიას(ჩეკლისტი და სხვა...),ტრენერის დახმარებით,შევქმენი პორტფოლიო,რომელშიც გადავიტანე საჭირო რესურსები.